სიმწიფე - ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

540.00 

სიმწიფე

ხელნაკეთი, უნიკალური მნათი დეკორაცია

To be full of spring yourself is far more beautiful than the autumn dews… it is your very being, an eternal spring.

ხელმისაწვდომია : 1 საწყობშია

გარანტირებული უსაფრთხო ანგარიშსწორება

სიმწიფე

ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

ეს მნათი დეკორაცია ადამიანის შინაგან ზრდასა და გარდაქმნას ასახავს. მდგომარეობა, როდესაც გამოცდილება და დრო სიბრძნის სახით ყალიბდება ადამიანში.

რბილი ქარვისფერი სინათლე ამ ფორმებს სიცოცხლეს აძლევს და ქმნის თბილ, მედიტაციურ ატმოსფეროს.

ნამუშევარი შთაგონებულია სიტყვებით:

“To be full of spring yourself is far more beautiful than the autumn dews… it is your very being, an eternal spring.”

აქ სიმწიფე არ ნიშნავს დასასრულს - ის არის შინაგანი გაზაფხული, რომელიც გამოცდილების გზით იბადება.

გამოყენებული მასალა:

პაპიე მაშე, თიხა, გამომშრალი ფოთლები, სტაბილიზებული ხავსი და მცენარეები

მახასიათებლები:

ზომა — 29 × 29 × 37 სმ
განათება — LED ნათურა (ქარვისფერი, 400 lm, 4W) 220 V


⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელექტროობის შესახებ
ეს სანათი მუშაობს მხოლოდ 220–240V AC ძაბვაზე.
მოყვება ევროპული (EU) ტიპის ელ.ჩანგალი.
იმ ქვეყნებში, სადაც ქსელის ძაბვა არის 110–120V (აშშ, კანადა, იაპონია და სხვა), მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს 220V-ის ამწევი ტრანსფორმატორი (step-up transformer). მხოლოდ ელ.ჩანგლის ადაპტერი საკმარისი არ არის.
გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ თქვენს ქვეყანაში მოქმედი ქსელის ძაბვა.

შეფუთვის წონა 5.5 კგ
შეფუთვის ზომა 40 × 40 × 50 სმ
მოვლის წესები

არ საჭიროებს დანამვას/მორწყვას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობელთან სიახლოვეს, ხშირად ნუ შეეხებით ხავსს და მცენარეებს ხელით

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

Shopping Cart