მარცვალი - ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

320.00 

მარცვალი

ხელნაკეთი, უნიკალური მნათი დეკორაცია

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი" - ქართული ანდაზა

.

ხელმისაწვდომია : 1 საწყობშია

გარანტირებული უსაფრთხო ანგარიშსწორება

 

მარცვალი 

ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

ეს ნამუშევარი ცოცხალი შეხსენებაა უძველესი სიბრძნის:„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დიდი ცვლილება ერთი პატარა მარცვლიდან იწყება. ყველა დიდი საქმე კი ერთი პატარა ნაბიჯიდან.

ეს მნათი დეკორი გამოსახავს გაღვივებულ მარცვალს, რომელიც სინათლით არის სავსე. ის გვახსენებს, რომ თუ ჩვენს სახლში სიმშვიდესა და სილამაზეს „დავთესავთ“, სანაცვლოდ ჰარმონიულ და მყუდრო ატმოსფეროს „მოვიმკით“.

გამოყენებული მასალა

თაბაშირი. ხის მერქანი. სტაბილიზებული ხავსი. გამომშრალი მცენარეები. ფოთლის ჩონჩხი.

მახასიათებლები

ზომა - 28 x 24 x 19 სმ
განათება - LED ნათურა (4W, 220-240V AC)


⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელექტროობის შესახებ
ეს სანათი მუშაობს მხოლოდ 220–240V AC ძაბვაზე.
მოყვება ევროპული (EU) ტიპის ელ.ჩანგალი.
იმ ქვეყნებში, სადაც ქსელის ძაბვა არის 110–120V (აშშ, კანადა, იაპონია და სხვა), მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს 220V-ის ამწევი ტრანსფორმატორი (step-up transformer). მხოლოდ ელ.ჩანგლის ადაპტერი საკმარისი არ არის.
გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ თქვენს ქვეყანაში მოქმედი ქსელის ძაბვა.

შეფუთვის წონა 4.6 კგ
შეფუთვის ზომა 42 × 42 × 42 სმ
მოვლის წესები

არ საჭიროებს დანამვას/მორწყვას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობელთან სიახლოვეს, ხშირად ნუ შეეხებით ხავსს და მცენარეებს ხელით

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

Shopping Cart