ბუნებით შთაგონებული მნათი ხელოვნება
ახალი ნამუშევრები
უნიკალური დიზაინი
Marin Pura-ს ყოველი ნაკეთობა უნიკალურია და მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქმნება. ჩვენი შემოქმედებითი პროცესი სპონტანურია, ცოცხალია და გარემოსთან მაქსიმალური რეზონანსით მიმდინარეობს.
ინსპირაციის წყარო, ხშირად, უშუალოდ სამუშაო მასალა ხდება - ის თავად მიგვითითებს, რა უნდა დამზადდეს მისგან. ტყეში ნაპოვნი ხის ტოტი, რომელიც საოცრად მოგვაგონებს რომელიმე ტყის არსებას, საბოლოოდ სწორედ იმ არსების სახეს იძენს. მნათი ელემენტების დამატება კი მასში სიცოცხლეს აღვივებს და მისტიურობას სძენს - ეს მართლაც ჯადოსნური პროცესია.
ხშირად, ერთი იდეით წამოწყებული ნაკეთობა საბოლოოდ სულ სხვა სახეს იღებს.
სამუშაო პროცესისადმი მინდობა და დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ქმნის ნაკეთობა საკუთარ თავს -სწორედ ეს არის ის უდიდესი სიამოვნება და იმპულსი, რითაც ბრენდი საზრდოობს და ვითარდება.
ბუნებრივი მასალები
ბუნება სავსეა განძით და ჩვენი ნაკეთობები სწორედ მათგან იქმნება. სამუშაო მასალის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: ხის ტოტები, ნაყოფი, ფოთლები, ფესვები თუ მერქანი. ვიყენებთ გამომშრალ მცენარეებსა და სტაბილიზებულ ხავსს, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ ფაქტურასა და ფერს.
მდინარის კალაპოტსა თუ ზღვის პირას ნაპოვნი, წყლის ძალით ბუნებრივად დამუშავებული ხის ნაწილები თავადვე წარმოადგენენ ხელოვნების ნიმუშს. შირად ვიყენებთ ქვებს, კენჭებს, ნიჟარებს, ნატურალურ მინერალებს: ამეთვისტოს, ვეფხვის თვალს, იასპს და აქატს...
.
.

















