ტყის ფრაგმენტი - ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

340.00 

ტყის ფრაგმენტი

ხელნაკეთი, უნიკალური მნათი დეკორაცია

"...ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი - ამ ჰარმონიის ნაწილი..."

ვაჟა - ფშაველა

ხელმისაწვდომია : 1 საწყობშია

გარანტირებული უსაფრთხო ანგარიშსწორება

 

ტყის ფრაგმენტი

ხელნაკეთი მნათი დეკორაცია

ეს უნიკალური, ბუნებით შთაგონებული მნათი დეკორაცია თქვენს სივრცეში ტყის ჰარმონიას და სიმშვიდეს შემოიტანს.

ეს ნამუშევარი არ არის მხოლოდ დეკორი - ის ადამიანსა და ბუნებას შორის ღრმა კავშირის გამომხატველი სიმბოლოა.

ხის ტოტისგან შექმნილი და სტაბილიზებული ხავსით გაფორმებული კომპოზიცია ქმნის მშვიდ, ბუნებრივ ატმოსფეროს ნებისმიერ სივრცეში.

ხის ტოტზე ბუნებრივად შემხმარი ხის სოკოები ნამუშევარს განსაკუთრებულ ელფერს სძენს და უფრო ნათლად წარმოაჩენს ტყის ნამდვილ, ცოცხალ ბუნებას.

ჩაშენებული მყვანე ფერის LED განათება გამოსცემს რბილ, თბილ ნათებას, რომელიც ხაზს უსვამს ხის ორგანულ ტექსტურას და ხავსის ბუნებრივ სიმწვანეს.

გამოყენებული მასალა

ნამდვილი ხის ტოტი. სტაბილიზებული ხავსი. ეპოქსიდი

მახასიათებლები

ზომა - 51 x 12 x 10 სმ

განათება - LED ლენტი, 220-240 V AC


⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელექტროობის შესახებ
ეს სანათი მუშაობს მხოლოდ 220–240V AC ძაბვაზე.
მოყვება ევროპული (EU) ტიპის ელ.ჩანგალი.
იმ ქვეყნებში, სადაც ქსელის ძაბვა არის 110–120V (აშშ, კანადა, იაპონია და სხვა), მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს 220V-ის ამწევი ტრანსფორმატორი (step-up transformer). მხოლოდ ელ.ჩანგლის ადაპტერი საკმარისი არ არის.
გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ თქვენს ქვეყანაში მოქმედი ქსელის ძაბვა.

შეფუთვის წონა 3.2 კგ
შეფუთვის ზომა 27 × 22 × 67 სმ
მოვლის წესები

არ საჭიროებს დანამვას/მორწყვას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობელთან სიახლოვეს, ხშირად ნუ შეეხებით ხავსს და მცენარეებს ხელით

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

Shopping Cart