იმედი
ხელნაკეთი მნათი დეკორაცია
ეს დეკორაცია სიმბოლოა იმ იმედის, რომელიც მუდამ არსებობს.
ნამდვილ ბაბუაწვერას ბუსუსებში მოთავსებული შუქი ქმნის ნაზ, მშვიდ ატმოსფეროს. ხელის ფორმის ელემენტები თითქოს ფრთხილად ინახავს ამ სინათლეს, ხოლო მის გარშემო შექმნილი მინიმალისტური ბუნებრივი ლანდშაფტი სიცოცხლისა და სიმშვიდის განცდას აძლიერებს.
სტაბილიზებული ხავსი, გამომშრალი მცენარეები და ბუნებრივი ხის ტექსტურა ქმნის პატარა ბუნებრივ სამყაროს - სადაც სინათლე იბადება.
Marin Pura-ს თითოეული ნაკეთობა ხელით იქმნება და უნიკალურია.
მასალების ბუნებრივი ხასიათის გამო ორი იდენტური ნამუშევარი არ არსებობს.
გამოყენებული მასალა
ნამდვილი ბაბუაწვერას ბუსუსები, სტაბილიზებული ხავსი, გამომშრალი მცენარეები, წებო-ცემენტი, ბუნებრივი ხის მერქანი.
მახასიათებლები
ზომა - 13*14*20 სმ
განათება - LED ლენტი G4, 220V
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელექტროობის შესახებ
ეს სანათი მუშაობს მხოლოდ 220–240V AC ძაბვაზე.
მოყვება ევროპული (EU) ტიპის ელ.ჩანგალი.
იმ ქვეყნებში, სადაც ქსელის ძაბვა არის 110–120V (აშშ, კანადა, იაპონია და სხვა), მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს 220V-ის ამწევი ტრანსფორმატორი (step-up transformer). მხოლოდ ელ.ჩანგლის ადაპტერი საკმარისი არ არის.
გთხოვთ, შეძენამდე გადაამოწმოთ თქვენს ქვეყანაში მოქმედი ქსელის ძაბვა.














მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.